пятница, 15 октября 2010 г.

მარინა








მარინა ცვეტაევა


მარინა ივანეს ას ცვეტაევა (*26 სექტემბერი (8 ოქტომბერი), 1892. მოსკოვი, რუსეთის იმპერია — 31 აგვისტო, 1941. იელაბუგა, თათრეთის ასსრ, რსფრ) — რუსი პოეტი,პროზაიკოსი, მთარგმნელი. აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ და ორიგინალურ რუს პოეტად.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
მარინა ცვეტაევა დაიბადა 1892 წლის 24 სექტებერს (8 ოქტომბერს) ქალაქ მოსკოვში, პროფესორის - ივანე ვლადიმერის ძე ცვეტაევის და მარია ალესქსანდრეს ას მეინ-ცვეტაევას ოჯახში. ბავშობის წლები მან მოსკოვში და ტარუსაში გაატარა, სადაც ახალა ცვეტაევას სახლ-მუზეუმია. ლექსების წერა მარინამ ექვსი წლის ასაკში დაიწყო და არა მხოლოდ რუსულ ენაზე, არამედ ფრანგულზე და გერმანულზეც.
1906 წელს მას გარდაეცვალა დედა. მარინას და მის დას - ანასტასიას მამა ზრდიდა. მარინა სწავლობდა მოსკოვში, ხოლო მოგვიანებით შვეიცარიისა და გერმანიის პანსიონებში. თავისი ლექსების გამოქვეყნების შემდეგ მან ისეთი ცნობილი პოეტების ყურადღება მიიპყრო, როგორებიცაა - ბრიუსოვი, ვოლოშინი და გუმილიოვი.
1912 წელს მარინა მისთხოვდა სერგეი ეფრონს. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, სერგეი "თეთრების" მხარეზე იბრძოდა და ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში.
1914 წელს ცვეტაევა შეხვდა სოფია პარნოკს, რომელსაც 1916 წელს დაშორდა. 1917 წელს მარინას შეეძინა ქალიშვილი - ირინა, რომელიც დაბადებისთანავე ბავშვთა სახლში აღმოჩდა; სადაც 3 წლის ასაკში შიმშილისგან გარდაიცვალა.
1922 წელს სამშობლოდან მარინაც წავიდა. ემიგრაციაში ჯერ ბერლინში, ხოლო შემდეგ - პრაღაში ცხოვრობდა. 1925 წელს, ვაჟიშვილის გაჩენის შემდეგ, იგი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც, ფაქტობრივად, სიღატაკეში ცხოვრობდა; ბინასპარიზის პერიფერიებში ქირაობდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий