пятница, 15 октября 2010 г.

















მარინა თბილელი (1920-2002)

1940 წელს მარინა თბილელმა დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1940-75 წლებში ის იყო შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 1975 წელს მსახიობი გადავიდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ რუსთაველის თეატრში დაბრუნდა.

1955 წლიდან თბილელმა მოღვაწეობა დაიწყო ქართულ კინოში. პირველი ფილმი მისი მონაწილეობით იყო "აბეზარა", რომელიც 1956 წელს იხილა მაყურებელმა. ამის შემდეგ მან შეასრულა მრავალი კინოროლი, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: მართა ("ქალის ტვირთი"), ალისა ("თოჯინები იცინიან"), ანა ("თხუნელა") და სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий