пятница, 15 октября 2010 г.

მარინა (მხატვრობა)


მარინა, ნახატი, რომელზეც გამოსახულია ზღვის პეიზაჟები სხვადასხვა სიტუაციებში. სურათზე შეიძლება ასახულ იქნას შუა ზღვაში მყოფი გემი, ან მხოლოდ ზღვა, პორტი, საზღვაო ბრზოლები, სტიქია და ა.შ.
მარინისტებს შორის არის სომეხი მხატვარი, ივანე აივაზოვსკი, რომელსაც 6 000-მდე მარინისტული ტილო აქვს შექმნილი.




10 მაისს ეს ქალბატონი 70 წლის გახდა. თავგადაკლულმა კინომოყვარულებმა კი არც ვახსენეთ.
მარინა ვლადიმერის ასული პოლიაკოვა-ბაიდაროვა- კინოს და თეატრის ვარსკვლავი, მომღერალი, მწერალი დაიბადა 1938 წლის 10 მაისს საფრანგეთში რუსი ემიგრანტების - ვლადიმერ პოლიაკოვის ( რუსული რომანსების შემსრულებელი) და მელიცა ენვალდის(ბალერინა) ოჯახში. ფსევდონიმი- ვლადი აიღო მამის გარდაცვალების შემდეგ მის პატივსაცემად. კინოში ადრეული ასაკიდან - 13 წლიდან იღებდნენ, მინიჭებული აქვს კანის კინოფესტივალის პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში Una Storia Moderna: L'Ape Regina, სადაც პარტნიორობას უწევს უგო ტონიაცის.
მნიშვნელოვანი ფილმებია-"2 ou 3 choses que je sais d'elle ", "Crime et châtiment"
ჩვენში ძირითადად ცნობილია ფილმით "ჯადოქარი"

აგერთვე როგორც ვისოცკის მეუღლე და მისი მუზა.
ავტორია წიგნის «Владимир, или прерванный полет…»
http://lib.ru/WYSOCKIJ/wladi.txt
ამ წიგნის მიხედვით ორი წლის წინ დადგა მონოსპექტაკლი რომელსაც დიდი ინტერესით შეხვდა საზოგადოება და მოწონებაც დაიმსახურა, მნიშვნელოვანია რომ ვლადიმ უარი თქვა სპექტაკლიდან მიღებულ ჰონორარზე.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, მარინა ვლადიმ რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივს გადასცა პირადი მიმოწერა ვლადიმერ ვისოცკისთან, მსახიობის თხოვნით ეს არქივი გაიხსნება მარინა ვლადის გარდაცვალების შემდეგ.

ლექსი რომელიც ვისოცკიმ მიუძღვნა ვლადის

* * *
Маринка, слушай, милая Маринка!
Кровиночка моя и половинка!
Ведь если разорвать, то - рубь за сто -
Вторая будет совершать не то!

Маринка, слушай, милая Маринка,
Прекрасная, как детская картинка!
Ну кто сейчас ответит - что есть то?
Ты, только ты, ты можешь - и никто!

Маринка, слушай, милая Маринка!
Далекая, как в Сказке Метерлинка,
Ты - птица моя синяя вдали,-
Вот только жаль - ее в раю нашли!

Маринка, слушай, милая Маринка,
Загадочная, как жилище инка,
Идем со мной! Куда-нибудь идем,-
Мне все равно куда, но мы найдем!

Поэт - а слово долго не стареет -
Сказал: "Россия, Лета, Лорелея",-
Россия - ты, и Лета, где мечты.
Но Лорелея - нет! Ты - это ты!


1969
















მარინა თბილელი (1920-2002)

1940 წელს მარინა თბილელმა დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1940-75 წლებში ის იყო შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 1975 წელს მსახიობი გადავიდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ რუსთაველის თეატრში დაბრუნდა.

1955 წლიდან თბილელმა მოღვაწეობა დაიწყო ქართულ კინოში. პირველი ფილმი მისი მონაწილეობით იყო "აბეზარა", რომელიც 1956 წელს იხილა მაყურებელმა. ამის შემდეგ მან შეასრულა მრავალი კინოროლი, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: მართა ("ქალის ტვირთი"), ალისა ("თოჯინები იცინიან"), ანა ("თხუნელა") და სხვა.

მარინა








მარინა ცვეტაევა


მარინა ივანეს ას ცვეტაევა (*26 სექტემბერი (8 ოქტომბერი), 1892. მოსკოვი, რუსეთის იმპერია — 31 აგვისტო, 1941. იელაბუგა, თათრეთის ასსრ, რსფრ) — რუსი პოეტი,პროზაიკოსი, მთარგმნელი. აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ და ორიგინალურ რუს პოეტად.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
მარინა ცვეტაევა დაიბადა 1892 წლის 24 სექტებერს (8 ოქტომბერს) ქალაქ მოსკოვში, პროფესორის - ივანე ვლადიმერის ძე ცვეტაევის და მარია ალესქსანდრეს ას მეინ-ცვეტაევას ოჯახში. ბავშობის წლები მან მოსკოვში და ტარუსაში გაატარა, სადაც ახალა ცვეტაევას სახლ-მუზეუმია. ლექსების წერა მარინამ ექვსი წლის ასაკში დაიწყო და არა მხოლოდ რუსულ ენაზე, არამედ ფრანგულზე და გერმანულზეც.
1906 წელს მას გარდაეცვალა დედა. მარინას და მის დას - ანასტასიას მამა ზრდიდა. მარინა სწავლობდა მოსკოვში, ხოლო მოგვიანებით შვეიცარიისა და გერმანიის პანსიონებში. თავისი ლექსების გამოქვეყნების შემდეგ მან ისეთი ცნობილი პოეტების ყურადღება მიიპყრო, როგორებიცაა - ბრიუსოვი, ვოლოშინი და გუმილიოვი.
1912 წელს მარინა მისთხოვდა სერგეი ეფრონს. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, სერგეი "თეთრების" მხარეზე იბრძოდა და ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში.
1914 წელს ცვეტაევა შეხვდა სოფია პარნოკს, რომელსაც 1916 წელს დაშორდა. 1917 წელს მარინას შეეძინა ქალიშვილი - ირინა, რომელიც დაბადებისთანავე ბავშვთა სახლში აღმოჩდა; სადაც 3 წლის ასაკში შიმშილისგან გარდაიცვალა.
1922 წელს სამშობლოდან მარინაც წავიდა. ემიგრაციაში ჯერ ბერლინში, ხოლო შემდეგ - პრაღაში ცხოვრობდა. 1925 წელს, ვაჟიშვილის გაჩენის შემდეგ, იგი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც, ფაქტობრივად, სიღატაკეში ცხოვრობდა; ბინასპარიზის პერიფერიებში ქირაობდა.